Friday, December 14, 2012

ჟურნალისტი


ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.
ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. ჟურნალისტიკაში (განსაკუთრებით კი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, იგივე ,,news room”-ში) წინა დღის მოვლენებს დაკარგული აქვს აქტუალობა და ის აღარავის აინტერესებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა კი გასნხვავდება ანალიტიკურისაგან სწორედ ამ ნიშნით. ანალიტიკურ ჟურნალისტიკას აინტერესებს ყველაფერი, სვამს კითხებს, პასუხობს და აანალიზებს მიღებულ პასუხებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკას კი სიტუაციისა თუ ფაქტის ანალიზი არ ევალება.http://ucnauri.com/130414/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/

No comments:

Post a Comment