Thursday, December 13, 2012

ბუღალტერი

ამ პროფესიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ზუსტი აღრიცხვის გარეშე წარმოუდგენელია საწარმოს სრულყოფილი მართვა, შეუძლებელია დადებითი ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა. მისი ისტორიის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს საბუღალტრო აღრიცხვის ევოლუცია, თეორიისა და პრაქტიკის მიზანმიმართული სრულყოფა. ცივილიზაციის ადრეულ სტადიებზე ადამიანები მხოლოდ გონებაში ასახავდნენ და ანგარიშობდნენ სამეურნეო მოვლენებისა და პროცესების შედეგებსა და ფაქტებს. დამწერლობისა და მათემატიკის წარმოშობამ და გავრცელებამ შექმნა აღრიცხვის პრაქტიკის გაფართოების ობიექტური წანამძღვრები. შრომის საზოგადოებრივი დანაწილების შედეგად გაჩნდა ახალი სპეციალური პროფესია - ,,მოანგარიშე მუშაკები”. ეგვიპტესა და მესოპოტამიაში შეიქმნა სპეციალური სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ მოანგარიშე მუშაკებს. ,,მათ შეეძლოთ კითხვა, წერა და ჯადოქრობა” (თ. მანი). ისინი აღრიცხვადნენ ინვენტარს, ქონებას, მუშა-ხელს, გასამრჯელოს, ვალებს, ანგარიშობდნენ შედეგებს, ითვლიდნენ ფულს და ა.შ. მარტივი მეთოდებითა და ხერხებით უზრუნველყოფდნენ ნატურალურ და უბრალო ანგარიშწარმოების პროცესს. რაც შეეხება თანამედროვე ბუღალტერიას, მისი ჩანასახები პირველად გამოიკვეთა XIII საუკუნის იტალიაში, როცა გაჩნდა ორმაგი ბუღალტერია ანუ აღრიცხვის მონაცემების ორმაგი ჩაწერის სისტემა. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო ისეთი სიდიდეების მიზანმიმართულ აღრიცხვაზე, როგორიცაა კაპიტალი, მოგება, ფული, ვალები, საქონელი, ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობები. ეს იყო აღრიცხვის, კონტროლისა და მართვის ერთიანი მწყობრი სისტემა. ამ სისტემის მთავარ მონაპოვარს წარმოადგენდა ანგარიშთა გეგმა და ეკონომიკური და იურიდიული შინაარსის მიხედვით სამეურნეო ფაქტებისა და შედეგების სარკისებური გააზრება და ადექვატური ასახვა.http://www.account.ge/accounting.html

No comments:

Post a Comment