Friday, December 14, 2012

მუსიკოსი


მუსიკოსი — ადამიანი, რომელიც უკრავს ან ქმნის მუსიკას. მუსიკოსები შეგვიძლია დავყოთ იმის მიხედვით, თუ რა ფუნქცია აკისრიათ მათ მუსიკის შექმნისას ან შესრულებისას:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98

არქიტექტორი


რქიტექტორი — ადამიანი რომელსაც შესწავლილი აქვს შენობების კონსტრუირება: გეგმარება, დიზაინი, მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა და აქვს უფლება განახორციელოს არქიტექტურა. არქიტექტურის განხორციელება ნიშნავს შენობის დიზაინსა და კონსტრუირებასთან დაკავშირებული სერვისების შეთავაზებას და გაწევას. შენობების გარდა არქიტექრორთა პრეროგატივაა იმ ფართის დაგეგმარება, რომელიც შენობათა ირგვლივაა და რომელთა უმთავრესი მიზანი არის საცხოვრებელი. ეტიმოლოგიურად, სიტყვა არქიტექტორი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან - architectus, რომელიც თავად ბერძნული სიტყვისაგანაა მიღებული — arkhitekton (arkhi - მთავარი, tekton - მშენებელი). ქართული ტრადიციული ტერმინიც - ხუროთმოძღვარი (ხუროების, ანუ მშენებლების, მოძღვარი, ზედამხედველი) შეეფერება იმ კლასიფიკაციას რასაც ბერძნული ტერმინი ქმნის.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98

ჟურნალისტი


ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.
ჟურნალისტიკას ,,მეოთხე ხელისუფლებასაც” უწოდებენ, რადგან მას დიდი გავლენა აქვს ხალხზე. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. ჟურნალისტიკაში (განსაკუთრებით კი ახალი ამბების ჟურნალისტიკაში, იგივე ,,news room”-ში) წინა დღის მოვლენებს დაკარგული აქვს აქტუალობა და ის აღარავის აინტერესებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკა კი გასნხვავდება ანალიტიკურისაგან სწორედ ამ ნიშნით. ანალიტიკურ ჟურნალისტიკას აინტერესებს ყველაფერი, სვამს კითხებს, პასუხობს და აანალიზებს მიღებულ პასუხებს. ახალი ამბების ჟურნალისტიკას კი სიტუაციისა თუ ფაქტის ანალიზი არ ევალება.http://ucnauri.com/130414/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90/

იურისტი

Add caption
პროფესია – იურისტი , ამ სიტყვებით თითქმის ყველაფერია ნათქვამი, თუმცა ცოტა ადამიანი თუ ხვდება, რეალურად რა იმალება ამ პროფესიის უკან, რა უპირატესი თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რა არის ის უნარები, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც რიგითმა იურისტმა, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რატომ არიან ისინი განსხვავებულები.http://blog.elsa.ge/?p=94

პროფესია

პროფესია ყელა ადამიანს სჭირდება  და ამიტომაც ყველა ცდილობს დაეუფლოს ისეტღ პროფესიას რომელიც მას მომავალში კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.ასევე მნიშვნელოვანია პროფესია ისე არირჩიო რომ შემდგომ მან არა მარტო შაკუტარ ტავს გამოადგე არამედ სამშობლოსაც.

Thursday, December 13, 2012

ბუღალტერი

ამ პროფესიას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ ზუსტი აღრიცხვის გარეშე წარმოუდგენელია საწარმოს სრულყოფილი მართვა, შეუძლებელია დადებითი ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა. მისი ისტორიის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს საბუღალტრო აღრიცხვის ევოლუცია, თეორიისა და პრაქტიკის მიზანმიმართული სრულყოფა. ცივილიზაციის ადრეულ სტადიებზე ადამიანები მხოლოდ გონებაში ასახავდნენ და ანგარიშობდნენ სამეურნეო მოვლენებისა და პროცესების შედეგებსა და ფაქტებს. დამწერლობისა და მათემატიკის წარმოშობამ და გავრცელებამ შექმნა აღრიცხვის პრაქტიკის გაფართოების ობიექტური წანამძღვრები. შრომის საზოგადოებრივი დანაწილების შედეგად გაჩნდა ახალი სპეციალური პროფესია - ,,მოანგარიშე მუშაკები”. ეგვიპტესა და მესოპოტამიაში შეიქმნა სპეციალური სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ მოანგარიშე მუშაკებს. ,,მათ შეეძლოთ კითხვა, წერა და ჯადოქრობა” (თ. მანი). ისინი აღრიცხვადნენ ინვენტარს, ქონებას, მუშა-ხელს, გასამრჯელოს, ვალებს, ანგარიშობდნენ შედეგებს, ითვლიდნენ ფულს და ა.შ. მარტივი მეთოდებითა და ხერხებით უზრუნველყოფდნენ ნატურალურ და უბრალო ანგარიშწარმოების პროცესს. რაც შეეხება თანამედროვე ბუღალტერიას, მისი ჩანასახები პირველად გამოიკვეთა XIII საუკუნის იტალიაში, როცა გაჩნდა ორმაგი ბუღალტერია ანუ აღრიცხვის მონაცემების ორმაგი ჩაწერის სისტემა. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყო ისეთი სიდიდეების მიზანმიმართულ აღრიცხვაზე, როგორიცაა კაპიტალი, მოგება, ფული, ვალები, საქონელი, ქონება და სხვა მატერიალური ფასეულობები. ეს იყო აღრიცხვის, კონტროლისა და მართვის ერთიანი მწყობრი სისტემა. ამ სისტემის მთავარ მონაპოვარს წარმოადგენდა ანგარიშთა გეგმა და ეკონომიკური და იურიდიული შინაარსის მიხედვით სამეურნეო ფაქტებისა და შედეგების სარკისებური გააზრება და ადექვატური ასახვა.http://www.account.ge/accounting.html